გიორგი გასვიანის გაუფილტრავი ეთერი – „ფაბრიკა“ ახალ სეზონს იწყებს

დღეს, პოლიტიკური რეალითი შოუ „ფაბრიკა“ ახალ სეზონს იწყებს. გადაცემის კონცეფცია უცვლელია და, ტრადიციულად, ეთერში ყოველ დღე გავა, თუმცა „ფაბრიკას“ ახალი წამყვანი ჰყავს – ამიერიდან „ფაბრიკას“ გიორგი გასვიანი წაიყვანს.
„ეს იქნება გაუფილტრავი ეთერი, სიმართლე ჩარჩოების გარეშე, ეპატაჟური დიალოგი და პოლიტიკური თემები საზოგადოებრივ ანკესზე,“ – ამბობს გიორგი გასვიანი, რომელიც მაყურებელს ჯერარნახულ პოლიტიკურ შოუს ჰპირდება.
„ფაბრიკა“, რომელიც ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 16:00 საათზე „ამუშავდება“, სეზონს ორი ცხელი თემით – ე.წ. ციანიდის საქმითა და მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში შესვლით გახსნის.
მაშ, ასე: დღეს, 16:00 საათზე, დიდი ეპატაჟი ტელეკომპანია „იბერიაზე“ – დაელოდეთ „ფაბრიკას“ და გაიგეთ სიმართლე ჩარჩოებს გარეშე.

banner
წინა სტატიაშიცესკო საარჩევნო სუბიექტების რიგით ნომრებს 11 სექტემბერს განსაზღვრავს
შემდეგი სტატიაგია ხუხაშვილი: პოროშენკომ შეძლო საქართველოს ხელისუფლების მოტყუება