ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებმა საჭირო მხარდაჭერა ვერ მიიღეს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატებმა პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე გამართული კენჭისყრის დროს საჭირო მხარდაჭერა ვერ მიიღეს.

ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატ გიორგი კალანდარიშვილს 82-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, რვამ კი ხმა წინააღმდეგ მისცა.  ცესკო-ს თავმჯდომარეობის მეორე კანდიდატ გიორგი სანტურიანს მხარი დაუჭირა ორმა დეპუტატმა, ათი კი წინააღდემგი იყო.

შეგახსენებთ, ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის მსურველებთან გასაუბრების პროცესი 9 ივლისს დასრულდა. საკონკურსო კომისიამ ცესკო-ს თავმჯდომარეობის ორი, ხოლო წევრობის ხუთი კანდიდატი შეარჩია. პარლამენტში ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის ვაკანტურ თანამდებობებზე ასარჩევად პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატების მოსმენა 11 ივლისს დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიჩვენი კოლეგა მოაკვლევინეს, სად იყო პოლიცია? – სანაიამ პოლიციას კითხვით მიმართა
შემდეგი სტატიამდინარაძე: დღეს საპარლამენტო უმრავლესობა „ფრაქცია ქართული ოცნება“ არც ერთი ოპოზიციონერი დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს არ დაუჭერს