ჩვენი კოლეგა მოაკვლევინეს, სად იყო პოლიცია? – სანაიამ პოლიციას კითხვით მიმართა

“ფორმულას” ჟურნალისტი ვახო სანაია პოლიციას კითხვით მიმართავს, რატომ შეუშვეს მოძალადეები ორჯერ 5 ივლისს “სირცხვილიას” ოფისში, რატომ არ აღკვეთეს დაძაბული ვითარება, რასაც უკვე ტვ პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას სასტიკი ცემა მოჰყვა.

“ორჯერ “სირცხვილიას ოფისში” შეუშვეს. ერთხელ, როდესაც აქ დააანონსეს 600 კაცი გადავდივართ “სირცხვილიას” ოფისთანო, 1 პოლიციელი იყო იქ. დალეწეს ყველაფერი, ჩვენი კოლეგა მოაკვლევინეს, სად იყო პოლიცია? და მეორედ უკვე დერეფანი გაუკეთა პოლიციამ მოძალადეებს და მეორედ შეუშვა კერძო საკუთრებაში. ჟურნალისტებს, რომელთაც კანონით გვაქვს უფლება, რომ შევიდეთ პარლამენტში ეს პოლიცია არ გვიშვებს და შეუშვეს მოძალადეები “სირცხვილიას” ოფისში, სასტიკად ნაცემი იყო ლექსო და ამის შედეგად გარდაიცვალა, ორჯერ შეუშვეს, ხალხო, ერთხელ არ აღკვეთეს და მეორე დერეფანი გაუკეთეს”,- ამბობს ვახო სანაია.

banner
წინა სტატიაშიპირველი არხის ჟურნალისტი ეკა ეგაძე გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებმა საჭირო მხარდაჭერა ვერ მიიღეს