ცესკო-ს შენობასთან სამართალდამცველებმა წყლის ჭავლი გამოიყენეს

ცესკო-ს შენობასთან სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების მიმართ წყლის ჭავლი გამოიყენეს. აქციის მონაწილეები კი, ცესკო-ს შესასვლელთან განლაგებულ სამართალდამცველებს ქვებს ესვრიან.

ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს.

ცესკო-ს შენობასთან პარლამენტის წინ მყოფი აქციის მონაწილეები მივიდნენ, რომლებიც დღის 15:00 საათიდან აქციას საკანონმდებლო ორგანოსთან მართავდნენ.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე საქართველოს ჰიმნი შეასრულეს
შემდეგი სტატიაცესკოსთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირებაა