პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე საქართველოს ჰიმნი შეასრულეს

თბილისში, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე საქართველოს ჰიმნი შეასრულეს.

ოპოზიციის ორგანიზებული საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე სამ საათზე მეტია, მიმდინარეობს.

როგორც ნიკა მელიამ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ბიძინა ივანიშვილს 20:00 საათამდე აძლევენ დროს, რათა ცესკო-ს თავმჯდომარე, თამარ ჟვანია გადააყენოს. მელიას თქმით, ამის შემდეგ ისინი მზად არიან შეხვდნენ ივანიშვილს ახალი არჩევნების ჩატარების თაობაზე.

ამასთან, ელენე ხოშტარიამ აქციის მონაწილეებს პარლამენტთან შეკრებილი ოპოზიციური პარტიების ერთობლივი მიმართვა გააცნო.

banner
წინა სტატიაშიზურაბ გირჩი ჯაფარიძე: ინდივიდუალურად უნდა აიღონ ადამიანებმა საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, ვისაც ეშინია, გაიკეთოს პირბადე და დაიცვას დისტანცია
შემდეგი სტატიაცესკო-ს შენობასთან სამართალდამცველებმა წყლის ჭავლი გამოიყენეს