ცესკო: მთაწმინდის ოლქში მარკირებული ამომრჩევლების მასობრივი მისვლა დაფიქსირდა

ცესკო-ს ინფორმაციით, მარკირებული ამომრჩევლების მასობრივი მისვლა დაფიქსირდა მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში. როგორც ცესკო-ს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, აღნიშნული პირების თქმით, მათ 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დარჩათ მარკირება, რაც პრაქტიკულად გამორიცხულია.

„მსგავსი თითო ფაქტი დაფიქსირდა ისნისა და ფოთის მაჟორიტარული საარჩვენო ოლქების თითო უბანზე. მას შემდეგ, რაც ამომრჩევლებს დაუდგინდათ მარკირების პროცედურის გავლა, არც ერთმა კომისიამ, კანონის შესაბამისად, არ მისცა მათ ხმის მიცემის განხორციელების შესაძლებლობა. მთაწმინდის ფაქტთან დაკავშირებით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაწერა საჩივარი, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

banner
წინა სტატიაშიმარნეული: ამომრჩეველი კაბინაში კომისიის წევრის ტელეფონით შევიდა
შემდეგი სტატია15:00 საათის მონაცემებით, ზუგდიდში ამომრჩეველთა აქტივობამ 21.28% შეადგინა