ცესკო ახალ თავმჯდომარეს აირჩევს

ცესკოს საინფორმაციო განცხადება წყალტუბოში საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების აგიტაციაში მონაწილეობასთან დაკავშირებით

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია დღეს ახალ თავმჯდომარეს აირჩევს.

ცესკო-ს წევრები თავმჯდომარეს ფარული კენჭისყრით აირჩევენ. თავმჯდომარის ასარჩევად საჭიროა, კანდიდატმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის 12-კაციანი შემადგენლობისგან ხმების ორი მესამედი მიიღოს.

რეგლამენტის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ კომისიის წევრები თავმჯდომარის არჩევას ვერ შეძლებენ, არჩევანის გაკეთება უკვე კანონმდებლებს მოუწევთ. საქართველოს პარლამენტი ვალდებული იქნება, პრეზიდენტის მიერ დასახელებული სამი კანდიდატიდან ერთ-ერთი შვიდი დღის ვადაში აირჩიოს.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე თამარ ჟვანია, მარიამ შელეგია და ვლადიმერ ბოჟაძე 21 დეკემბერს წარადგინა.

საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხდომა 14:00 საათზე გაიმართება.

banner
წინა სტატიაში24 დეკემბერს ცესკოს ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ
შემდეგი სტატიაგარემოს დაცვის კომიტეტში „არ ემ ჯი გოლდის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება