ქუთაისში ლეიბორისტების მერობის კანდიდატი ამბობს, რომ სცემეს – შსს-მ გამოძიება დაიწყო

ლეიბორისტული პარტიის მერობის კანდიდატი ქუთაისში, ირაკლი კიკვაძე ამბობს, რომ საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე ქართული ოცნების მხარდამჭერებმა სცემეს. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, კიკვიძეს დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული.

პრესსამსახურისვე ინფორმაციით, ნაცემია ლეიბორისტული პარტიის ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მაჟორიტარობის კანდიდატი, სამსონ გუგავაც.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს არჩევნებში ნების განხორციელებისთვის ხელის შეშლას სამსახურეობრივი მდგომარეობის ან იარაღის გამოყენებით, მოტყუებით, ძალადობით ან ძალადობის მუქარითა და ჯგუფურად. ისჯება ჯარიმით ან პატიმრობით ორიდან სამ წლამდე.

banner
წინა სტატიაშიცესკო – 15:00 საათის მონაცემებით, ყველაზე მაღალი აქტივობა ფიქსირდება რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში, ხოლო ყველაზე დაბალი ქვემო ქართლის რეგიონში
შემდეგი სტატიაპენიტენციურ დაწესებულებებში ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს