ცენტრპოინტის მთავარი საქმის განხილვა დასრულდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში “ცენტრპოინტის” მთავარი საქმის განხილვა დასრულდა.

მოსამართლე სათათბირო ოთახში გავიდა და განაჩენს 31 მარტს გამოაცხადებს.

საქმე ეხება ცენტრპოინტის პირველ საქმეს, რომელშიც 12 ობიექტზეა საუბარი. ამ საქმეში მაია რჩეულიშვილს და რუსუდან კერვალიშვილს 250000 ლარიანი გირაო აქვთ შეფარდებული, თუმცა მაია რჩეულიშვილმა გირაოს პირობა დაარღვია და 250.000 უკვე ჩამოერთვა. პროკურორის განცხადებით, მაია რჩეულიშვილმა გირაოს ღონისძიების პირობა დაარღვია და საგამოძიებო უწყებამ სწორედ ამიტომ მოითხოვა მისთვის ქონების ჩამორთმევა. ბრალმდებლის თქმით, რჩეულიშვილმა ახალი დანაშაული ჩაიდინა, მაშინ, როდესაც აღკვეთი ღონისძიების სახით ერთ-ერთ ეპიზოდზე, პატიმრობის ნაცვლად, გირაოთი გათავისუფლდა. პროკურატურის ინფორმაციით, მან მენაშენეთა თანხები მიითვისა. სწორედ ამის გამო სახელმწიფო ბრალდება მიიჩნევს, რომ მაია რჩეულიშვილმა დაარღვია გირაოს პირობა.

იმ შემთხვევაში თუ მოსამართლე გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს ბრალდებულებს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

banner
წინა სტატიაშიმკვლელობა ტყიბულში – გარდაცვლილია მეშახტე
შემდეგი სტატიათბილისში, კიევის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავეს