ცენტრალური ავტომაგისტრალის ქარელი-ხაშურის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

ცენტრალური ავტომაგისტრალის ქარელი-ხაშურის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. საჩხერიდან თბილისისკენ მიმავალი სამგზავრო მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსის ერთი მგზავრი ადგილზე დაიღუპა. არიან დაშავებულებიც.მიკროავტობუსში ათი მგზავრი იმყოფებოდა.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შემდეგი სტატიასარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, გამყრელიძის ქუჩაზე ტრანსპორტისმოძრაობა შეიზღუდებანა