საქართველოში კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 3 306 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 46-ით გაიზარდა და 1 481-ს შეადგენს.​

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 014 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

შეგახსენებთ, გუშინ, 18 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 182 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

banner
წინა სტატიაშიწალენჯიხის მისახლეობა ბუნებრივი გაზით ისარგებლებს
შემდეგი სტატიაცენტრალური ავტომაგისტრალის ქარელი-ხაშურის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა