“ცამდე მართლები ვართ და საკრებულოშიც მივალთ”- ნარმანია ოპოზიციის კრიტიკას პასუხობს

ცამდე მართლები ვართ და საკრებულოშიც მივალთ -ეს განცხადება, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, საკრებულოს ოპოზიციის მოთხოვნის საპასუხოდ გააკეთა. ნარმანია ამბობს, რომ მას კანონი არ დაურღვევია და საკრებულოში მისვლას აპრილში გეგმავს.

რაც შეეხება მისი და თბილისის მერიის მაღალჩინოსნების საკრებულოს სხდომებზე არ მისვლას, თბილისის მერმა განმარტა, რომ ოპოზიციას მაშინ პოლიტიკური შოუს მოწყობა სურდა, რაშიც მან მონაწილეობა არ მიიღო.

„მე არ უგულვებელვყოფ საკრებულოს. საკრებულოსადმი ჩემი განსაკუთრებული პატივისცემა არაერთხელ გამომიხატავს. მივსულვარ საკრებულოში წლიური ანგარიშითაც, მივსულვარ ორჯერ რიგგარეშედაც გასულ წელს. ასე რომ, წელსაც, აპრილში, აუცილებლად ვაპირებ წარვსდგე საკრებულოში ანგარიშით. ამის პრობლემას ვერ ვხედავ. უბრალოდ, უმცირესობას სხვა რამ ამოძრავებს და ამ სხვა რამის რეალიზაციაში მე მათ ხელი არ შევუწყე. მათი გეგმები შოუს მოწყობასთან დაკავშირებით არის ჩაშლილი. რა გზას მიმართონ და რა ხერხებს მიმართონ, უკვე აღარ იციან. სთხოვეს საერთაშორისო ორ ორგანიზაციას, მათ ჩვენც მივაწოდეთ ინფორმაცია და მივაწვდით კიდეც, თუ ვინმეს რამე დააინტერესებს. ასე რომ, ცამდე მართლები ვართ და საკრებულოშიც მივალთ,“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის დე-ფაქტო საპარლამენტო არჩევნები სიცოცხლისათვის საშიში ხდება
შემდეგი სტატია“კანონების ქურდები!” “ევროპულმა საქართველომ” ახალ მოვლენას დაუდეს სათავე – კანონთმპარველობას