ბულგარეთის სასამართლომ რუსეთის პატრიარქი კირილი კგბ-ს აგენტად აღიარა

ბულგარეთის სასამართლომ რუსეთის პატრიარქი კირილი კგბ-ს აგენტად აღიარა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ეს ყველაფერი მას შემდეგ მოხდა, რაც ქვეყნის ვიცე-პრემიერმა ვალერი სიმეინოვმა პატრიარქ კირილს კგბ-ს აგენტი და “სიგარეტის რუსეთის მიტროპოლიტი” საჯაროდ უწოდა.

ყოფილმა გენერალმა და პრორუსული ორგანიზაციის “საერთაშორისო სლავური საზოგადოების – პერუნ 2000” ლიდერმა, “რუსოფილების” მოძრაობის მდივანმა და ასევე, “რენესანსის ბულგარეთის” თავმჯდომარემ, ემილ მილანოვმა სასამართლოში სიმეინოვის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. ამბობდა, რომ ის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მისამართით, სავარაუდოდ, ყალბ და დისკრედიტაციის მატარებელ ინფორმაციას ავრცელებდა.

თუმცა, როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ვალერი სიმეინოვმა სასამართლოში საკუთარი სიმართლის დამტკიცება მოახერხა. სასამართლომ მისი მტკიცებულებები დამაჯერებლად მიიჩნია.

დადასტურებულია რომ რუსეთის პატრიქრქი კირილი საბჭოთა კგბ-ს მეორეხარისხოვანი აგენტია. ის ვინც თქვა რომ ადამიანის უფლებები ახალი ერესია. მან ბულგარეთის პრეზიდენტის განსჯაც გაბედა… და ეს ცბიერი ადამიანი კიდევ რაღაცას ამბობს? – თქვა ვალერი სიმეინოვმა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ვიცე-პრემიერმა აღნიშნა ისიც, რომ როცა პატრიარქი კირილი მიტროპლიტი იყო, ფულს სიგარეტით შოულობდა და სახელმწიფოსგან ეკლესიისთვის შეღავათებსაც იღებდა.

banner
წინა სტატიაშითურნავა “ნამახვანჰესზე” – პროექტის მოწინააღმდეგეებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული თემა ინვესტორისთვის მიწის გადაცემაა
შემდეგი სტატიაევროკავშირმა საქართველოს სასაზღვრო პოლიციას 30 ავტომობილი გადასცა