ბულგარეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიას საქართველოს მთავრობის მეთაურად ხელახალ დანიშვნას ულოცავს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 14, 2021 13:42

ბულგარეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიას საქართველოს მთავრობის მეთაურად ხელახალ დანიშვნას ულოცავს

ბულგარეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ბოიკო ბორისოვი გიორგი გახარიას საქართველოს მთავრობის მეთაურად ხელახალ დანიშვნას ულოცავს.

მისალოც წერილში ბოიკო ბორისოვი აღნიშნავს, რომ ბულგარეთი აგრძელებს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური პერსპექტივის აქტიურ მხარდაჭერას.

„თქვენო აღმატებულებავ! გთხოვთ მიიღოთ ჩემი გულწრფელი მოლოცვა და საუკეთესო სურვილები საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნასთან დაკავშირებით. ვიყენებ ამ სასიამოვნო შესაძლებლობას და ხაზგასმით აღვნიშნავ ჩვენს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების დადებით ხასიათს, რომელიც მეგობრობას, ისტორიულ, კულტურულ და სულიერ სიახლოვეს ეფუძნება. საქართველოს პრიორიტეტულ პარტნიორად მივიჩნევთ შავი ზღვის რეგიონში და ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში, რისი მტკიცებულებაც აქტიური ორმხრივი პოლიტიკური დიალოგი გახლავთ. ეკონომიკურ სფეროში საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობა არის ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების პოტენციალის შემდგომი განვითარების წინაპირობა. ბულგარეთი თქვენი ქვეყნის სტრატეგიულ არჩევანს უჭერს მხარს და აგრძელებს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური პერსპექტივის აქტიურ მხარდაჭერას. ბატონო პრემიერ-მინისტრო, ურყევ ჯანმრთელობას და წარმატებას გისურვებთ ამ ძალზედ საპასუხისმგებლო საქმეში და გარწმუნებთ თქვენდამი ჩემს უდიდეს პატივისცემაში“, – აღნიშნულია მისალოც წერილში.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 14, 2021 13:42