შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ბულგარეთის ელჩი საქართველოში, ქალბატონი დესისლავა ივანოვა ეწვია. ელჩს სამართლის პროგრამისა და საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის პროგრამის სტუდენტები შეხვდნენ. შეხვედრაზე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: ევროინტეგრაცია, საქართველოში არსებული გამოწვევები და მიმდინარე მოვლენები. სტუმრებთან ერთად, დისკუსიაში აქტიურად მონაწილეობდნენ სტუდენტებიც. ღონისძიება პროექტის „ევრაზიის დემოკრატიული უსაფრთხოების ქსელის“ ფარგლებში გაიმართა.