ვინ არ შეიძლება, რომ იყოს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენელი – ცვლილებები „საარჩევნო კოდექსში“

„საარჩევნო კოდექსში“ შედის ცვლილებები, რომლის გათვალისწინებით განისაზღვრება, ვინ არ შეიძლება, რომ იყოს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენელი.

ცვლილებების თანახმად, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენელი არ შეიძლება იყოს: სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი; საკრებულოს წევრი; მუნიციპალიტეტის მერი და მისი მოადგილე; მოსამართლე; შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი; პროკურატურის თანამდებობის პირი; საარჩევნო სუბიექტი და მისი წარმომადგენელი; საარჩევნო კომისიის წევრი; დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებელი; ასევე, სხვა პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენელი.

ცვლილებები ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება. კანონპროექტის ინიციატორები არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები – გივი მიქანაძე, გიორგი ამილახვარი, ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური და გურამ მაჭარაშვილი.

banner
წინა სტატიაშიმოვუწოდებ სახელმწიფო ინსპექტორს, მოასწრონ და გამოაქვეყნონ წინასწარი გამოძიების შედეგები – სააკაშვილი
შემდეგი სტატიაბუჩუკური – 2022 წლის მარტიდან ინსპექტორის სამსახურში დასაქმებულებს სახლში გაუშვებენ