ბრიუსელში ეინს სტოლტენბერგისა და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა გაიმართება

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ნატო-ს შტაბბინაში უმასპინძლებს. შეხვედრა 22 იანვარს, ბრიუსელში გაიმართება.

ინფორმაციას ამის შესახებ ალიანსის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

პრესრელიზის თანახმად, სალომე ზურაბიშვილი ასევე დაესწრება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას.

ალიანსის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, „კოვიდ-19“-ის პანდემიის უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, მედიის წარმომადგენლებს ღონისძიების გასაშუქებლად ნატო-ს სათაო ოფისში დაშვება არ ექნებათ.

ღონისძიების პირდაპირი ეთერი კი ნატო-ს ვებგვერდზე, სტრიმინგის ფორმატით გავრცელდება.

banner
წინა სტატიაში“საქართველოში ჯანმოს მიერ აღიარებული კორონავირუსის ვაქცინა შემოვა”
შემდეგი სტატიაგამყრელიძე: საბედნიეროდ, თითქმის 1 თვეა, ეპიდსიტუაცია სტაბილიზაციისკენ მიდის