ბრიტანეთში ზრდასრული მოსახლეობის 25% ორივე დოზა ვაქცინით არის აცრილი

ბრიტანეთში 25 % აცრილია

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ორივე დოზა ვაქცნით ზრდასრული მოსახლეობის 25% აცრილია – ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა დაწერა. “ბრიტანეთში კორონავირუსის წინააღმდეგ ზრდასრულების მეოთხედმა ორივე დოზა ვაქცინა გაიკეთა, რაც მათ ვირუსისგან მაქსიმალურად დაიცავს. ეს დიდი მიღწევა ამ ქვეყანაში ბევრი ადამიანის დაუღალავი შრომით გახდა შესაძლებელი” – ჯონსონმა თქვა და ბრიტანელებს მოუწოდა გამოცხადდნენ ვაქცინაციაზე, როგორც კი მოწვევას მიიღებენ.

“ბიბისის” ინფორმაციით, ბრიტანეთში პირველი დოზა ვაქცინა უკვე 33,7 მილიონ ადამიანს აქვს გაკეთებული. ეს, ზრდასრული მოსახლეობის ნახევარზე მეტია.
რამდენიმე დღის წინ ინგლისში 42 წლის ასაკის პირების რეგისტრაცია გამოცხადდა. ჩრდილოეთ ირლანდიაში 35-39 წლის ასაკის ჯგუფის რეგისტრირდება, უელსში – 40 წლის, შოტლანდიაში – 45 წლის.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთში ტერორიზმში ეჭვმიტანილი საქართველოს და რუსეთის მოქალაქეები დააკავეს
შემდეგი სტატიალიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოშია