საფრანგეთში ტერორიზმში ეჭვმიტანილი საქართველოს და რუსეთის მოქალაქეები დააკავეს

ტერორიზმში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქე

საფრანგეთში ტერორიზმში ეჭვმიტანილი შვიდი პირი დააკავეს. დაკავებულები 28-დან 48 წლამდე პირები არიან. მათ ბრალად ედებათ ტერორისტული გაერთიანების შექმნა და ტერორიზმის დაფინანსება – ამის შესახებ ინფორმაცია, 27 აპრილს, ფრანგმა სამართალდამცველებმა გაავრცელეს.

დაკავებულთაგან ექვსი რუსეთშია დაბადებული, მეშვიდე – საქართველოს მოქალაქეა, ყველა მათგანს ჩეჩნურ გაერთიანებებთან აქვთ კავშირი. ეჭვიტმანილები საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში დააკავეს. იმავე დღეს ტერორისტული საქმიანობისთვის დანიაშიც ექვსი პირი დააკავეს.

საფრანგეთში, უკანასკნელი წლების მანძილზე, არა ერთხელ მოხდა ტერორისტული თავდასხმა. 23 აპრილს პარიზთან ახლოს 36 წლის ტუნისელი 49 წლის პოლიციის თანამშრომელს, რომელიც შესვენებიდან ბრუნდებოდა და განყოფილების შენობაში შედიოდა, თავს დაესხა და დანით ყელი გამოჭრა. მომხდარს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბარბარიზმი და ტერაქტი უწოდა.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტის აპარატის უფროსად ქეთევან კვინიკაძე დაინიშნა
შემდეგი სტატიაბრიტანეთში ზრდასრული მოსახლეობის 25% ორივე დოზა ვაქცინით არის აცრილი