ბრიტანეთში ნაციონალიზმი და რასიზმი იზრდება

როგორც The Independent-ი ბრიტანეთის პოლიციაზე დაყრდნობით წერს, ინგლისში, Brexit-ის შემდეგ, რასიზმი, ნაციონალიზმი და ისლამოფობია რადიკალურად გაიზარდა. სამართალდამცავთა მონაცემებით, უკანასკნელი 4 დღის განმავლობაში კატასტროფულად გაიზარდა ეროვნული უმცირესობებისგან, მათ შორის, ახლო აღმოსავლელი მიგრანტებისგან საჩივრები. ისინი ჩივიან, რომ შეურაცხყოფას სახალხოდ აყენებენ.
როგორც აღნიშნავენ, გასულ წელთან შედარებით, ამ პერიოდში რასიზმი, ნაციონალიზმი და ქსენოფობია 56%-ით გაიზარდა. მედია, ასევე, ისლამოფობიის მაჩვენებლის გაზრდაზეც საუბრობს. ბევრი მუსლიმი ქალი ამბობს, რომ ტრადიციული ტანსაცმლით ქუჩაში გასვლას ერიდება.
„ბი-ბი-სი“-ს აზიური წარმოშობის კორესპონდენტმა, საიმა კოტეჩამ ასევე განაცხადა, რომ Brexit-ზე რეპორტაჟის მომზადებისას, ერთ-ერთმა მოქალაქემ მას „პაკი“ უწოდა. ადრე ამ სიტყვას პაკისტანელებს ეძახდნენ, ახლა კი, არაპოლიტკორექტულად ითვლება.
შეგახსენებთ: ბრიტანეთში ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმი 23 ივნისს გაიმართა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილის კომენტარი დავით საყვარელიძის პოსტზე
შემდეგი სტატია(VIDEO) ამერიკული და რუსული საზღვაო ხომალდები ასცდნენ ერთმანეთთან შეჯახებას