ბრეტ კავანო აშშ-ს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დანიშნეს

ამერიკულმა სენატმა ბრეტ კავანოს კანდიდატურა დაამტკიცა – მისი კანდიდატურაც დონალდ ტრამპმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს თანამდებობაზე წამოაყენა. გადაწყვეტილების მიღება პროტესტის ფონზე ხდებოდა. კენჭისყრის პერიოდში შეკრებილები ყვიროდნენ “სირცხვილი!” კავანოს კანდიდატურას სენატორების უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. იმავე დღეს მან უზენაეს სასამართლოში ფიცი დადო. პოლიციამ პროტესტანტებიდან 160 პირი დააკავა. კენჭრისყრამდე მედიაში კავანოს თანაკურსელების ახალი მონათხრობები გავრცელდა სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით, რომელიც მან სტუდენტობის პერიოდში ჩაიდინა – “ბიბისი” წერს.

კანდიდატურის დამტკიცების შემდეგ ტრამპმა მედიას განუცხადა, რომ ის “100%-ით დარწმუნებულია”, რომ კრისტინ ბლეისი ფორდს – ქალს, რომელიც კავანოს სექსუალური ხასიათის დანაშაულში სდებდა ბრალს, ის სხვა მამაკაცში აერია.

კენჭისყრის შედეგად კავანოს ხმა 50 სენატორმა მისცა, 48-ის წინააღმდეგ.

banner
წინა სტატიაშიროგორ იცვლებოდა პუტინი ხელისუფლებაში ყოფნის 18 წლის მანძილზე (ფოტოები)
შემდეგი სტატიამოსკოვის აგრესიის შემთხვევაში ბრიტანეთი კიბეროპერაციას გეგმავს