მოსკოვის აგრესიის შემთხვევაში ბრიტანეთი კიბეროპერაციას გეგმავს

ბრიტანელმა სამხედროებმა წვრთნები გაიარეს მასშტაბური კიბერშეტევისთვის, რუსეთის მხრიდან აგრესიის შემთხვევაში – კვირის Times-ი თავდაცვის სამინისტროში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. ძლიერმა კიბერშეტევამ, სამხედროების გეგმით, მოსკოვი ელექტროენერგიის გარეშე უნდა დატოვოს.

ზომები მიღებული იქნება შემდეგ შემთხვევებში:
– თუკი რუსები ბალტიის ზღვაში ესტონეთის კუნძულს დაიკავებენ მიზნით, რომ ნატოს წესდების მე-5 მუხლის მოქმედება შეამოწმონ (ამ მუხლით, ნატო მის ერთ წევრ ქვეყანაზე თავდასხმისას კოლექტიურად პასუხობს);
– თუკი რუსეთი ლიეტუვაში შეიჭრება.
– თუკი ბრიტანეთის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნება “არარეგულარული რუსული ფორმირებები” ან საფრთხისქვეშ დადგება რომელიმე ბბრიტანული ავიამზიდი.

“თუკი რუსები ჩვენს ავიამზიდს, რომლსაც ბირთვული ქობინის ტორპედო აქვს, დაარტყამენ, როგორი იქნება ჩვენი პასუხი? ჩვენ არანაირი არჩევანი არა გვაქვს მათი წყალქვეშას ჩაძირვასა და კამჩატკაზე ატომური დარტყმის გამოყენებას შუაში. ამიტომ, კიბერშეტევები ძალიან მნიშვნელოვანია – შესაძლებელია მაშინათვე შეტევაზე გადასვლა, რომ მოსკოვს გავაგებინოთ, რომ კრემლში შუქი რომ ჩაქრება ეს ესკალაცია უკვე მისი სასარგებლო აღარ იქნება” – Times-ი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში წყაროს ციტირებს.

დასავლეთის ქვეყნებმა, განსაკუთრებით უკანასკნელ დღეებში, რუსეთს არა ერთხელ დასდეს ბრალი კიბერშეტევებში.

banner
წინა სტატიაშიბრეტ კავანო აშშ-ს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დანიშნეს
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძე – ჩვენი ტერიტორიის დაახლოებით 20% დღესაც ოკუპირებულია რუსეთის მიერ