ეკატერინბურგში გოგონა თოვლით გაიგუდა

ეკატერინბურგში გოგო თოვლით გაიგუდა

დღეს დილით ეკატერინბურგში 10 წლის სკოლის მოსწავლე გარდაიცვალა, რომელსაც ქუჩის წმენდისას თოვლი შეაყარეს – ამის შესახებ რუსული მედია წერს.
საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, გოგონას მიღებული აქვს ტვინის დაზიანება, რომელიც ასფიქსიამ გამოიწვია. თავდაპირველად, ექიმების თქმით, გოგონას სიცოცხლის მცირეოდენი შანსი ჰქონდა,მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გოგონას თოვლი ესკავატორის მძღოლმა შეაყარა, რომელიც ქუჩებს წმინდავდა. მან ქუჩაში მოთამაშე ბავშვები ვერ შეამჩნია. მას შემდეგ, რაც სხვა ბავშვებმა უთხრეს მამაკაცს თუ რა მოხდა, მან ბავშვი თოვლიდან ამოიყვანა. მას თვითმხილველებიც დაეხმარნენ. მძღოლი პილიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

banner
წინა სტატიაშიბრესტში ნიშანი “კოცნის ადგილი” დაამონტაჟეს
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: “საქართველო გამქრალია რადარებიდან”