ბრძოლის ახალ ეტაპზე აუცილებლად გავიმარჯვებთ

ჩვენ ვიწყებთ ბრძოლის ახალ ეტაპს და დარწმუნებულები ვართ, რომ ბრძოლის ახალ ეტაპზე აუცილებლად გავიმარჯვებთ, – ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა და იქვე დასძინა, რომ პარტია მეორე ტურისთვის ემზადება.

„ამ წუთებში მიმდინარეობს ხმების საბოლოო დათვლა. ამ წუთის მონაცემებით დათვლია და დადასტურებულად მიღებული გვაქვს ინფორმაცია 31 უბნიდან 23 უბანზე. დადასტურებულად შემიძლია გითხრათ,რომ ჩვენი კანდიდატი 12 უბანში გამარჯვებულია. ასე, რომ მთაწმინდაზე დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, რომ იქნება მეორე ტური. ასევე შემიძლია გითხრათ, რომ როგორი სურათიც არ უნდა დაჯდეს საბოლოო ხმების დათვლის შედეგად, ნათელი სურათია მთაწმინდაზე თუ რამდენად აღარ უნდა ჩვენს მოსახლეობას დღევანდელი მდგომარეობა და რამდენად სურს ცვლილებები“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ და იქვე დასძინა, რომ გუნდი მზადებას იწყებს მეორე ტურისთვის.

„ჩვენ დავიწყეთ მზადება მეორე ტურისთვის. ჩვენ ვიწყებთ ბრძოლის ახალ ეტაპს და დარწმუნებული ვარ, რომ ბრძოლის ახალ ეტაპზე აუცილებლად გავიმარჯვებთ. იმედი მაქვს, რომ ის ამომრჩეველი, რომელმაც ხმა მისცა ოპოზციას, ოპოზიციის სხვა კანდიდატს და არა შალვა შავგულიძეს მეორე ტურში შემოგვიერთდება“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშიშსს ინფორმაცია 19 მაისის შუალედურ და რიგგრეშე არჩევნებთან დაკავშირებულ ინციდენტებზე პოლიციის მიერ განხორციელებული რეაგირების შესახებ
შემდეგი სტატიაამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ზუგდიდში „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი შენგელია იმარჯვებს