ბოტანიკური ბაღის მიმდებარე 29 ჰექტარი მიწის ტერიტორია მინიმალურ ფასად, 6 326 495 ლარად გაიყიდა

botanikuri-baxiბოტანიკური ბაღის მიმდებარე 29 ჰექტარი მიწის ტერიტორია მინიმალურ ფასად, 6 326 495 ლარად გაიყიდა.

აუქციონში მხოლოდ ერთი სუბიექტი მონაწილეობდა, რომელმაც ფასი მხოლოდ ერთხელ შესთავაზა და მიწის ნაკვეთი საბოლოოდ შეთავაზებულ ფასად გაიყიდა.

მყიდველის ოფიციალური ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, იმის გამო, რომ აუქციონი მოკლე ვადაში ჩატარდა და ასევე ივანიშვილის ინეტერესების გათვალისწინებით, ოპოზიცია ვარაუდობს, რომ მიწა ივანიშვილის საკუთრება გახდება.

მერიის აუქციონის პირობები ასე გამოიყურება:

1) სამშენებლო ნებართვის აღებიდან არაუგვიანეს 36 (ოცდათექვსმეტი) თვის ვადაში, მაგრამ ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 48 (ორმოცდა რვა) თვის ვადაში განახორციელოს არანაკლებ 80 (ოთხმოცი) ნომრიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა, რომლის განაშენიანების ფართი, გარდა ტექნიკური/დამხმარე ფართისა, უნდა იყოს არაუმეტეს 20000 (ოცი ათასი) კვ.მ.

2) სასტუმრო კომპლექსისთვის უზრუნველყოს არანაკლებ 50 (ორმოცდაათი) ერთეულ სატრანსპორტო საშუალებაზე გათვლილი ავტოსადგომის მოწყობა.

აუქციონის გასაპროტესტებლად მერიასთან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ ორგანიზებული აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები აუქციონის მსვევლობას ონლაინ რეჟიმში აკვირდებოდნენ.

ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე ივანიშვილის ერთ-ერთი კომპანია ოლდ სიტი დეველოპმენტი პანორამა თბილისის პროექტს უკვე ახორციელებს, რისთვისაც კომპანიამ სოლოლაკის ქედის ნაწილი გადაჭრა, ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკა მუშაობს.

banner
წინა სტატიაში,, ძლიერი, ეფექტური, კვალიფიციური რეგიონული ჟურნალისტიკის გარეშე წარმოუდგენელია ქვეყნის განვითარება”
შემდეგი სტატია(video) 2012 წელი-ბიძინა ივანიშვილი ასწოლოვან ხეებზე