ბოტანიკური ბაღის ყოფილი ტერიტორიის განაშენიანებაზე ნარმანია კომენტარს აკეთებს

თბილისის ბოტანიკური ბაღის ყოფილი ტერიტორიის განაშენიანების გეგმაზე კომენტარი გააკეთა დედაქალაქის მერმა.

დავით ნარმანია აცხადებს, რომ ეს გეგმა მის საინტერესოდ განვითარებას და დამატებით გამწვანებას გულისხმობს.

თბილისის ბოტანიკური ბაღის ყოფილი ტერიტორიის განაშენიანების გეგმა საკრებულომ გუშინ დაამტკიცა.

მას ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა. ისინი ამ საკითხზე ფართო მსჯელობას ითხოვდნენ. რაც შეეხება ამ ტერიტორიაზე ხეების სავარაუდო მოჭრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, თანაინვესტირების ფონდის წარმომადგენლების მტკიცებით, მხოლოდ დაავადებული ხეები მოიჭრება.

„გაშენიანების რეგულირების გეგმა, რომელზეც დედაქალაქის საკრებულომ იმსჯელა არის ჩარჩო დოკუმენტი, რომელიც გულისხმობს ამ ტერიტორიის საკმაოდ საინტერესოდ განვითარებას. მათ შორის დაგეგმილია გოლფ კლუბის გაკეთება, დამატებით გამწვანდება ტერიტორია. კონკრეტული გენდროლოგიის პროექტი მომზადების სტადიაზეა და ის აუცილებლად იქნება შემოტანილი. ხეების მოჭრასთან დაკავშირებით საკითხი ჯერჯერობით არ დამდგარა,“-განაცხადა დავით ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაში“ბატონი ვანო და ბატონი გიგი არიან პოლიტპატიმრები”- პოლონელი დეპუტატი “მატროსოვზე” იმყოფებოდა
შემდეგი სტატიაგამოძიების ფედერალურმა ბიურომ ბილ კლინტონის შესახებ დოკუმენტები გამოაქვეყნა