“ბატონი ვანო და ბატონი გიგი არიან პოლიტპატიმრები”- პოლონელი დეპუტატი “მატროსოვზე” იმყოფებოდა

news
ავტ.: news ნოემბერი 2, 2016 10:36

“ბატონი ვანო და ბატონი გიგი არიან პოლიტპატიმრები”- პოლონელი დეპუტატი “მატროსოვზე” იმყოფებოდა

თბილისში არჩევნების სადამკვირვებლო მისიით მყოფი პოლონეთის პარლამენტის დეპუტატი მალგოჟატა გოშევსკა ვანო მერაბიშვილს და გიგი უგულავას შეხვდა.

მან ყოფილი პრემიერმინისტრი და თბილისის ყოფილი მერი ე.წ. მატროსოვის ციხეში მოინახულა. პოლონელი დეპუტატის განცხადებით მისი ბოლო შეხვედრიდან დღემდე მათი პირობები არ გაუმჯობესებულა.

გოშევსკას თქმით, თუ რა პირობებში უწევთ პოლიტპატიმრებს ყოფნა, ამაზე დაკვირვებას მომავალშიც განაგრძობენ.

„ჩვენ აქტიურად ვაკვირდებით პოლიტპატიმრებს, ისევე როგორც ოპოზიციურ პარტიებზე განხორციელებულ შემთხვევებს. ვთვლი, რომ ბატონი ვანო და ბატონი გიგი არიან პოლიტპატიმრები. მე ევროპარლამენტის სახელითაც ვსაუბრობ და ვფიქრობ, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ ეს ყველაფერი დაადასტურა,“-განაცხადა პოლონეთის პარლამენტის დეპუტატმა მალგოჟატა გოშევსკა.

news
ავტ.: news ნოემბერი 2, 2016 10:36

Google სტატისტიკა


6,522
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics