ბოსნიელები ჰიჯაბის აკრძალვის წინააღმდეგ გამოვიდნენ

ბოსნიელები ჰიჯაბის აკრძალვის წინააღმდეგ გამოვიდნენ

-სარაევოში დაახლოებით 2 ათასი ქალი მონაწილეობდა საპროტესტო დემონსტრაციაში, რომელიც ბოსნიაში ჰიჯაბის აკრძალვის წინააღმდეგ ჩატარდა.
იანვრის შუა რიცხვებში მიღებული კანონი ქვეყანაში ნებისმიერ რელიგიურ სიმბოლოს კრძალავს, მაგრამ ბოსნიის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში დაკონკრეტებულია ჰიჯაბის შესახებ.
ქალები დემონსტრაციაზე თავშლით გამოვიდნენ, რომელსაც ქონდა წარწერა “ჰიჯაბი ჩემი უფლებაა”. მარშის ორგანიზატორების თქმით, კანონი რელიგიური სიმბოლოების შესახებ მუსლიმი ქალების უფლებების შელახვაა.
ქვეყანაში დაახლოებით 40% მუსლიმი ცხოვრობს.

banner
წინა სტატიაში“ისლამური სახელმწიფოს” ბოევიკებმა მოსულში 300 ადგილობრივი დახოცეს
შემდეგი სტატიაბარაკ ობამა თეთრ სახლში Wi-Fi-ის ხარისხით არ არის კმაყოფილი