ბორჯომში დაპირისპირება გრძელდება – აქციის მონაწილეებმა პოლიციის მანქანებს კვერცხები ესროლეს

ბორჯომში დაპირისპირება გრძელდება. ცოტა ხნის წინ, ქარხანასთან ხმაური იყო. აქციის მონაწილეებმა პოლიციის მანქანებს კვერცხები დაუშინეს. გაფიცულები ამბობენ, რომ ქარხანაში ხალხი ჩუმად შეჰყავთ.
ბორჯომში ორივე ჩამომსხმელი ქარხანა ისევ პიკეტირებულია. გაფიცულები კომპანიის ტერიტორიაზე არ უშვებენ ავტომობილებსა და არც იმ დასაქმებულებს, რომლებიც პროტესტს არ უერთდებიან.

ადგილზე საგანგებო მობილიზება აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს.

გაფიცული თანამშრომლები კუთვნილი ხელფასის ანაზღაურებას, უკანონოდ გათავისუფლებული 50 თანამშრომლის სამსახურში აღდგენას და ადამიანურ სამუშაო პირობებს ითხოვს. კომპანიაში დასაქმებულებს 2 თვეზე მეტია, რაც ანაზღაურება არ აუღიათ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე – ბერძენიშვილები, ბოკერიები, სააკაშვილები, გვარამიები ახალი დროის ბოლშევიკები არიან
შემდეგი სტატიაირაკლი ქადაგიშვილი „ნაციონალურ მოძრაობის“ წარმომადგენლებს: „თქვენ რომ რაიმე გდომებოდათ, ან მშვიდობას შეინარჩუნებდით, ან იომებდით, ვერც ერთი ქენით – ვერც მეორე