ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის ინფორმაციით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძარი გავრცელებული იყო შერეული ტყის ქვედა საფარზე და ნაწილობრივ ხეებზე.

რთული რელიეფის გამო, კერებთან ვერ ხერხდებოდა სპეციალური ტექნიკის მიყვანა და მეხანძრე-მაშველებს ცეცხლის ინდივიდუალური აღჭურვილობის საშუალებით ქრობა უწევდათ.

მოგვიანებით ქრობის პროცესში ვერტმფრენი ჩაერთო, რამაც პროცესი დააჩქარა.

banner
წინა სტატიაშიიუსტიციის სამინისტრო სრულად ვაქცინირებული პირებისთვის შეღავათებს აწესებს
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის 3 886 ახალი შემთხვევა გამოვლინდა