იუსტიციის სამინისტრო სრულად ვაქცინირებული პირებისთვის შეღავათებს აწესებს

იუსტიციის სამინისტრო სრულად ვაქცინირებული პირებისთვის შეღავათებს აწესებს.

უწყების ინფორმაციით, კოვიდვაქცინის ორი დოზით აცრილი პირები იუსტიციის სამინისტროს სერვისების ნაწილს უფასოდ მიიღებენ, ნაწილს კი – ნახევარ ფასად.

სრულად ვაქცინირებულები უსასყიდლოდ იუსტიციის სამინისტროს შემდეგი სერვისებით ისარგებლებენ:

ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაცია, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილება და შეწყვეტა;
უძრავ ქონებაზე ამონაწერის განახლება.
კოვიდვაქცინის ორივე დოზით აცრილ პირებზე 50%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს შემდეგ სერვისებზე:

ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების შესახებ ცნობა;
ID ბარათზე სერტიფიკატის განახლება.
იუსტიციის სამინისტროს მიერ დაწესებული შეღავათების მიღება ორჯერადად ვაქცინირებულთათვის იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში წინასწარი ჯავშნის გარეშე იქნება შესაძლებელი.

banner
წინა სტატიაშიგამყრელიძე – აცრების ფონზე ქვეყანაში ​ეპიდსიტუაციის სტაბილიზაცია დაიწყო
შემდეგი სტატიაბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია