ბორჯომის ქარხნების თანამშრომლების პროტესტი გრძელდება

“ბორჯომის” N1 და N2 ჩამომხსმელი ქარხნების გაფიცული თანამშრომლების პროტესტი დღესაც გაგრძელდება. ეს გადაწყვეტილება მათ მას შემდეგ მიიღეს, რაც ქარხნის ხელმძღვანელებთან რამდენიმესაათიანი შეხვედდა უშედეგოდ დასრულდა. კომპანიის ხელმძღვანელობამ მორატორიუმისთვის დრო ითხოვა. პროფკავშირის წარმომადგენელები აცხადებენ, რომ ასეთ პირობებში ქარხანამ ერთი დღით მუშაობაც უნდა შეაჩეროს.

“ამ შეხვედრაზე დამსაქმებლებმა ითხოვეს ორი რამ, ერთი ის რომ მიგვეცა დრო ხვალამდე და მეორე, ადამიანები, რომლებიც არიან სოლიდარული, ტრაილერის მძღოლები მაგალითად, შევიდნენ შიგნით და გააგრძელონ მუშაობა. ის, რომ დასაქმებულები ეხლა სახლში წავიდნენ, კომპანიამ სხვადასხვა რეგიონებიდან და ქალაქებიდან ხალხი ჩამოიყვანოს და ამუშაოს, ამას არ დავუშვებთ”, – ამბობს ერთ-ერთი გაფიცული თანამშრომელი.

გაფიცულები ამბობენ, რომ პროტესტი მანამდე გაგრძელდება, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. თანამშრომლები ხელფასის მომატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, მათ შორის დასვენებისა და შესვენების უფლების ქონას ითხოვენ.

banner
წინა სტატიაშისასაზღვრო პოლიციამ უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავა
შემდეგი სტატიაპარიზში, წმინდა ნინოს ქართულ ეკლესიაში გენერალ გიორგი კვინიტაძისა და მისი მეუღლის, მარიამ მაყაშვილის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს