ბორჯომის ხეობაში სტიქია ისევ მძვინვარებს

სტიქიის ეპიცენტრში შესაძლოა, დასახლებული პუნქტები მოექცეს. ამ დროისთვის სოფელ დაბასთან ევაკუაცია გამოცხადებული არ არის, თუმცა ერთმა ოჯახმა საცხოვრებელი უკვე დატოვა. ცეცხლი იმდენად სწრაფად ვრცელდება, რომ არ არის გამორიცხული, სახლები არაერთ ოჯახს დაატოვებინონ.

გარდა ამისა, ამ დროისთვის ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოები ვერ ხორციელდება, რადგან ის ტერიტორია, სადაც ხანძარი მძვინვარებს, სამაშველო სამსახურებისა და სახანძრო ტექნიკისთვის მიუვალია.

ვერ ხერხდება ცეცხლის შვეულმფრენებით ჩაქრობაც იქიდან გამომდინარე, რომ ვერტმფრენებს ღამის ხედვის აღჭურვილობა არ გააჩნიათ. ისინი მუშაობას ხვალ დილით, 6 საათიდან განაახლებენ.

ამ წუთებში სოფელ დაბის და მიმდებარე სოფლის მოსახლეობა ქუჩაში იმყოფება. ისინი საცხოვრებელ სახლებში არ შედიან, რადგან შიში აქვთ იმისა, რომ ხანძარი ახლოს არის და შესაძლოა, მათ საცხოვრებელ სახლებს გადმოედოს.

მოსახლეობა აცხადებს, რომ ისინი მთელი ღამის განმავლობაში გარეთ დარჩებიან და ადგილობრივი და აღმასრულებელი ხელისუფლების გადაწყვეტილებას ღია ცის ქვეშ დაელოდებიან.

 

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ხანძართან ბრძოლაში თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან დახმარება ექნება
შემდეგი სტატიახანძრის ჩაქრობის პროცესი ამ დროისთვის შეჩერებულია