ბორის ჯონსონი უკრაინის რადას სიტყვით მიმართავს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი დღეს ონლაინრეჟიმში უკრაინის უმაღლესი რადას წინაშე სიტყვით გამოვა.

ბრიტანული მედიის ცნობით, ბორის ჯონსონი იქნება პირველი მსოფლიო ლიდერი, რომელიც ომის დაწყების შემდეგ უკრაინის პარლამენტს მიმართავს.

როგორც მოსალოდნელია, ბორის ჯონსონი უკრაინისთვის 375 მილიონი დოლარის ოდენობის ახალი სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფის შესახებ გამოაცხადებს.

შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინის დედაქალაქში აპრილის დასაწყისში იმყოფებოდა.

banner
წინა სტატიაშიერმაკი – უკრაინელი ხალხი განაგრძობს ბრძოლას გამარჯვებამდე, ჩვენი გამარჯვება კი, ჩვენს ტერიტორიებზე კონტროლის დაბრუნებაა
შემდეგი სტატიაბრიტანეთი უკრაინას 300 მილიონი ფუნტის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს