ბრიტანეთი უკრაინას 300 მილიონი ფუნტის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 300 მილიონი ფუნტის (375 მილიონი დოლარის) ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს. ინფორმციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

დახმარება მოიცავს რადიოელექტრონულ აღჭურვილობას, ასევე მობილურ რადიოლოკაციურ სისტემებსა და ღამის ხედვის აღჭურვილობას. სამხედრო დახმარებას შორის ასევე იქნება უპილოტო საფრენი აპარატები, GPS-ის სიგნალის ჩახშობის აღჭურვილობა და ჯავშანჟილეტები.

ამ დრომდე დიდ ბრიტანეთს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების სახით 200 მილიონი ფუნტი აქვს გამოყოფილი. ქვეყანამ უკრაინას 5 000-ზე მეტი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა და საჰაერო თავდაცვის ხუთი სისტემა გაუგზავნა, ასევე სხვა აღჭურვილობა.

გასულ კვირას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ნატო-ს ქვეყნები არსებითად ჩართულები არიან ომში უკრაინისთვის იარაღის მიწოდებით.

banner
წინა სტატიაშიბორის ჯონსონი უკრაინის რადას სიტყვით მიმართავს
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკი და კომაროვის სკოლა მოსწავლეებს საქართველოში პირველ, კომაროვის STEM ბანაკში იწვევს