ბორელი – ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მითვისების შესახებ განკარგულება იურიდიულად ბათილია – რუსეთმა მთლიანად უნდა გაიყვანოს საკუთარი ძალები და სადგურზე კონტროლი გადასცეს უკრაინას

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირი კატეგორიულად გმობს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაპყრობის შესახებ.

“ევროკავშირი არ აღიარებს და კატეგორიულად გმობს რუსეთის მიერ დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების უკანონო ანექსიას. ამიტომაც, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მითვისების შესახებ განკარგულება უკანონო და იურიდიულად ბათილია. რუსეთმა მთლიანად უნდა გაიყვანოს საკუთარი ძალები და ტექნიკა და სადგურზე კონტროლი გადასცეს მის კანონიერ მფლობელს, უკრაინას”, – განაცხადა ბორელმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ადგილზე საჭიროა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს უფრო ფართო წარმომადგენლობა და სადგურის გარშემო უსაფრთხო ზონის შექმნა, რომელიც უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას არ დააზარალებს.

banner
წინა სტატიაშითერჯოლის მერი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა
შემდეგი სტატიავლადიმერ პუტინმა ქერჩის სრუტეზე სატრანსპორტო გადასასვლელის დაცვაზე უფლებამოსილება „ეფესბეს“ დააკისრა