ბოლო ორი დღის განმავლობაში მთიან ყარაბაღში 16 აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა

ბოლო ორი დღის განმავლობაში მთიან ყარაბაღში 16 აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. ამავე დროს, ოფიციალური ბაქოს ინფორმაციით, 4 აპრილის საღამოდან ჩატარებული ოპერაციის დროს მოლულია სომხეთის შეიარაღებული ძალების 70 ჯარისკაცი და განადგურებულია 20 ერთეული სამხედრო ტექნიკა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ასევე სტრატეგიულად მნიშვნელოვან პუნქტში მაგადიზში სომხეთის შეიარაღებული ძალების ბაზის განადგურების შესახებ იტყობინება.

თავის მხრივ, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკაში აცხადებენ, რომ 2 აპრილის შემდეგ სომხურმა მხარემ 20 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა, ხოლო დაშავდა 70 ჯარისკაცი. მოკლულია ასევე ხუთი ადგილობრივი მცხოვრები.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ასევე ორი აზერბაიჯანული ვერტმფრენის, 20 ტანკის, ექვსი უპილოტო საფრენი აპარატის , ხუთი ჯავშანტრანსპორტიორისა და “გრადის” ტიპის ერთი სარაკეტო დანადგარის განადგურების შესახებ აცხადებს. სომხეთი ასევე აზებაიჯანული მხრიდან ათობით გარდაცვლილის შესახებ იტყობინება.

სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს მთიანი ყარაბაღის საზღვარზე დასახლებული პუნქტების მისამართით ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ.

banner
წინა სტატიაშიიან კელი: საქართველოს აქვს ყველა საჭირო ინსტრუმენტი, რომ შეუერთდეს ნატო-ს
შემდეგი სტატიაუმაღლესი განათლების მქონე პირებს მასწავლებლად მუშაობის შესაძლებლობა ექნებათ