იან კელი: საქართველოს აქვს ყველა საჭირო ინსტრუმენტი, რომ შეუერთდეს ნატო-ს

იან კელი

აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს მისწრაფებას, გაწევრიანდეს ნატო-ში. ამის შესახებ ამერიკის ელჩმა საქართველოში იან კელიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

“აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს მისწრაფებას, გაწევრიანდეს ნატო-ში. არა ერთხელ გვითქვამს, ნატო-საც და ჩვენც, რომ საქართველოს აქვს ყველა საჭირო ინსტრუმენტი, რომ შეუერთდეს ნატო-ს.

ასე რომ ვარშავის სამიტისგან ველოდებით იმას, რომ ნატო აღიარებს საქართველოს ევროატლანტიკურ გზას”, – აცხადებს ელჩი.

banner
წინა სტატიაშინოდარ ჯავახიშვილი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს
შემდეგი სტატიაბოლო ორი დღის განმავლობაში მთიან ყარაბაღში 16 აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა