გიორგი გახარია : „ბოლო ერთ თვის განმავლობაში გამოწვებები იყო საკმაოდ რთული და სერიოზული”

მოგახსენებთ რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ძირითადი ფუნქცია გახლავთ ქვეყანაში მართლწესრიგის დაცვა ჩენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნვლეყოფა და რა თქმა უნდა კრიმინალთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა არის ჩენი სკავანძო ფუნქცია- განაცახადა “იმედის კვირის” პირდაპირ ეთერში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ.

გახარიას განცხადებით, მეორე ძირითადი გამოწვევა გახლავთ შედეგი დავაყენოთ ისე რომ საზოგადოების ნდობა შევინარჩუნოთ და უფრო მეტიც, ავამაღლოთ. ეს არის ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენ გვესმის, რომ ის რეფორმები და გეგმები რომლებიც ჩვენ გვაქვს შეუძლებელია მათი განხორციელდეს საზოგადოების მხარდაჭერის გარეშე.
შეუძლებელია ჩენ შევქმნათ საზოგადოებაზე ორიენიტერბული საპოლიციო სისტემა თუ პოლიციელს, სამართალდამცველსა და მოქალაქეს შორის ნდობა არ იქნება. ეს არის ჩვენი ძირითადო გამოწვევა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი გახსნილობა იქნება ამ მიზნის მიღწევის გარანტი-აცხადებს  “იმედის კვირის” პირდაპირ ეთერში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

სპეციალური საპოლიციო ღონისძიება პრევენციის ერთ-ერთი ინსტრუმენტია:

“ყველას კარგად გვესმის, რომ ეს არ არის საუკეთესო ინსტრუმენტი და გვესმის, რომ მსგავსი ღონისძიებები რაც უფრო იშვიათად ჩატარდება ჩვენს ქვეყანასა და ქალაქებში, მით უკეთესია. თუმცა ჩვენ იძულებით მოგვიწია ამ ღონისძიების ჩატარებამ, რადგან გვქონდა ოპერატიული ინფორმაციაც და სტატისტიკური მონაცემები ერთმნიშვნელოვნად მიგვანიშნებდა, რომ საახალწლოდ გაიზრდება სამართალდარღვევების შემთხვევები”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიპოლიციელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია: ოპერატიული ინფორმაციაც არსებობდა”