ბოლო 11 წლის განმავლობაში ნავთობის ფასი დღეს ყველაზე მეტად გაუფასურდა

დღეს ნავთობის ფასი რეკორდული მატების შემდეგ ისევ დავარდა

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი ვარდნას განაგრძობს. ბოლო 11 წლის განმავლობაში პირველად ერთი ბარელი 36 დოლარი და ოცი ცენტი ღირს.

მიზეზი ბაზარზე ნავთობის ჭარბი მიწოდება გახდა. ოპეკის ბოლო შეხვედრაზე ექსპორტიორმა ქვეყნებმა კვოტები არ შეამცირეს და დღეში კვლავ 31 მილიონ ბარელს მოიპოვებენ.

სპეციალისტები საწვავის ფასის ვარდნას საუდის არაბეთსა და შეერთებულ შტატებს შორის არსებულ კონკურენციასაც უკავშირებენ. მათი თქმით, საუდის არაბეთი საკუთარი ნავთობ წარმოების გაზრდით ცდილობს ამერიკულ კომპანიებს ბაზარი დაატოვებინოს.

banner
წინა სტატიაში“NDI-მ და ბევრმა საერთაშორისო ორგანიზაციებმაც წლების განმავლობაში ცოტათი თავი შეირცხვინეს”
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილმა 2016 წელი ევროპულ წლად გამოაცხადა