გიორგი მარგველაშვილმა 2016 წელი ევროპულ წლად გამოაცხადა

თუ დააჯერებენ მოსახლეობას, რომ „ნაცმოძრაობასთან“ შეკრული ვარ, გააძლიერებენ „ნაცმოძრაობას“

ეროვნული გვარდიის დაარსებიდან 25 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონია იმართება. ღონისძიებას უმაღლესი მთავარსარდალი, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ესწრება. სამხედროებს იუბილეს ასევე მიულოცავენ თავდაცვის მინისტრი, გენერალური შტაბის უფროსი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები. გაიმართერბა სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიაც.

„25 წლის წინ ქართული გვარდია დაარსდა, რომელმაც უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა, როდესაც საქართველო იქმნებოდა როგორც თანამედროვე ახალი სახელმწიფო. მაშინ თქვენ და თქვენი თანამებრძოლები იდექით უმნიშვნელოვანეს სადარაჯოზე, რომ დამოუკიდებელი საქართველო შექმნილიყო.

2016 წელს ჩვენ ახალი საქართველოს სახელმწიფოებრიობას ვიზეიმებთ. 2016 წელს ჩვენ ახალ მიზნებს დავინახავთ. ჩვენ დამოუკიდებლიდან თავისუფალი საქართველო უნდა შევქმნათ, თავისუფალი ქვეყანა, რომლის ტერიტორიაზე ოკუპანტის ჯარი არ დგას, თავისუფალი სახელმწიფო, რომელის თავის სახელმწიფოებრიობას ინდივიდის ირგვლივ ქმნის, თავისუფალია სახელმწიფო, სადაც კანონი უზენაესია ყველასთვის.

თავისუფალია ქვეყანა რომელსაც შეუძლია საკუთარი ისტორიული არჩევანი ცხოვრებაში განახორციელოს. დამოუკიდებლობიდან ჩვენ თავისუფლებას მივაღწევთ. როდესაც ვუყურებთ ამ მიზნებს რაც ჩვენ წინაშე დგას იდენტურია ევროპული არჩევნის, იდენტურია ჩვენი საზოგადოების ისე განვითარებისა. როგორც ჩვენ წინაპრებს გათვლილი ჰქონდა. აქედან გამომდინარე 2016 წელს ევროპული სახელმწიფოს წლად ვაცხადებ. ის მნიშვნელოვანი მიღწევები რაც ერთად გვაქვს მისაღწევი წელს გამტკიცდება. ჩვენ ამ მიზნებს განვახორციელებთ,“ – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიბოლო 11 წლის განმავლობაში ნავთობის ფასი დღეს ყველაზე მეტად გაუფასურდა
შემდეგი სტატიაკვლევის თანახმად, გამოკითხულთა 68 % თავს დასაქმებულად მიიჩნევს