ბოლნისში ცეცხლსასროლი იარაღით სამი პირი დაჭრეს

ბოლნისში, გამგეობის წინ ცეცხლსასროლი იარაღით სამი პირი დაჭრეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარის ერთ-ერთ მოტივად მიწის ნაკვეთის ირგვლივ არსებული დაპირისპირება სახელდება.
შსს-ს ინფორმაციით, საქმე აღძრულია ორი მუხლით, კერძოდ, 118-ე, რაც სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს და 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშირამაზ საყვარელიძე: შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთავი 2-თან მომხდარ ფაქტს არ მისცა გაღვივების საშუალება
შემდეგი სტატიარამაზ საყვარელიძე : მოძალადე სხვას რომ ადანაშაულებს ძალადობაში, ცდილობს თავი დაიცვას მოსალოდნელი პასუხისმგებლობისგან