ბოკერია – თუ ივანიშვილის რეჟიმი გონს არ მოვა, ეს ძალიან ცუდი სცენარია ქვეყნისთვის და ძალიან სახიფათო მისთვის

region
ავტ.: region დეკემბერი 18, 2020 12:30

ბოკერია –  თუ ივანიშვილის რეჟიმი გონს არ მოვა, ეს ძალიან ცუდი სცენარია ქვეყნისთვის და ძალიან სახიფათო მისთვის

ჩვენ მზად ვართ მეხუთე რაუნდისთვის, ხელისუფლებისთვის უკვე შეთავაზებული გვაქვს რამდეიმე კომპრომისი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცახდა.

როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, ოპოზიციის შიგნით მუდმივად არის კომუნიკაცია, ამიტომ განსაკუთრებული არაფერი ხვდება.

„ჩვენ მზად ვართ მეხუთე რაუნდისთვის, ხელისუფლებისთვის უკვე შეთავაზებული გვაქვს რამდენიმე კომპრომისი ოღონდ, ყველა ეს კომპრომისი არის იმ ქოლგის ქვეშ, რასაც ჰქვია ნორმალური არჩევნების ჩატარება, რასაც ჰქვია პოლიტპატიმრების გათავისუფლება საარჩევნო სისტემაში და ადმინისტრაციაში ფუნდამენტური ცვლილება. ოპოზიციის მხრიდან პოზიცია ყოველთვის იყო მკაფიო, რომ მოლაპარაკებების მომხრე ვართ. მოლაპარაკებები მიმდინარეობს იმ მხარეებს შორის ვინც ვერ თანხმდებიან ხოლმე და რომ არ იყოს პრობლემები, მაშინ მოლაპარაკება აღარ იქნებოდა საჭირო. დიახ, მოლაპარაკებები არის სასურველი ინსტრუმენტი, ამიტომ ძალიან მადლიერი ვართ ყველასი, ვინც გვეხმარება ამაში, ვგულისხმობთ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩებს, სამოქალაქო პროტესტთან ერთად და ადგილზე საზოგადოებასთან მუშაობასთან ერთად. მოლაპარაკებები არის ინსტრუმენტი, რომელმაც უნდა მიგვიყვანოს ვადამდელ ნორმალურ არჩევნებამდე. თუ ივანიშვილის რეჟიმი გონს არ მოვა, ეს ძალიან ცუდი სცენარია ქვეყნისთვის და ძალიან სახიფათო მისთვის. ამიტომ ჩვენი ამოცანაა, ყველა ლეგიტიმური ინსტრუმენტი გამოვიყენოთ ამ შედეგის მისაღწევად“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

region
ავტ.: region დეკემბერი 18, 2020 12:30