ბოკერია თალაკვაძეზე: რა უფლება ჰქონდა, რომ ამით საერთოდ ცდილობდა ბრიყვულად ვაჭრობას, ნათელი იყო, რომ არ გაუვიდოდა

სრულიად გაუგებარია აქამდე რა უფლებით არ უწყვეტდა იმ ადამიანებს უფლებამოსილებას, ვინც თქვეს, რომ გადიან პარლამენტიდან, იმიტომ, რომ არ აღიარებენ ლეგიტიმურობას ამ სამარცხვინო მოპარული არჩევნების შედეგების. რა უფლება ჰქონდა, რომ ამით საერთოდ ცდილობდა ბრიყვულად ვაჭრობას, ნათელი იყო, რომ არ გაუვიდოდა, არცერთ მინიმალური თავმოყვარეობის მქონე მოქალაქესთან თუ პოლიტიკოსთან, მაგრამ აქამდეც კი სამარცხვინო იყო მათი საქციელი.
რჩება ერთი კვირა, რათა ოპოზიციურმა პარტიებმა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე საკუთარ გადაწვეტილებებს და მოლაპარაკებების პირობებს გადახედონ და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღონ – არჩილ თალაკვაძის ამ განცხადებას ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია პასუხობს.
ბოკერიას თქმით, სრულიად გაუგებარია, აქამდე რა უფლებით არ უწყვეტდა პარლამენტი იმ ადამიანებს უფლებამოსილებას, ვინც არ აღიარებს არჩევნების ლეგიტიმურობას.
ბოკერიამ აღნიშნა, რომ თალაკვაძეს ეს ბინძური ვაჭრობა არ გაუვიდოდა არცერთ მინიმალური თავმოყვარეობის მქონე ადამიანთან და პოლიტიკოსთან.
ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა, რომ საჭიროა ივანიშვილი და მისი არარაობების გარემოცვა დროზე მოეგონ გონს, რისთვისაც ოპოზიცია, როდესაც გარემოებები მეტნაკლებად ხელსაყრელი იქნება, ყველა ლეგიტიმურ ფორმას მიმართავს.
„სრულიად გაუგებარია აქამდე რა უფლებით არ უწყვეტდა იმ ადამიანებს უფლებამოსილებას, ვინც თქვეს, რომ გადიან პარლამენტიდან, იმიტომ, რომ არ აღიარებენ ლეგიტიმურობას ამ სამარცხვინო მოპარული არჩევნების შედეგების. რა უფლება ჰქონდა, რომ ამით საერთოდ ცდილობდა ბრიყვულად ვაჭრობას, ნათელი იყო, რომ არ გაუვიდოდა, არცერთ მინიმალური თავმოყვარეობის მქონე მოქალაქესთან თუ პოლიტიკოსთან, მაგრამ აქამდეც კი სამარცხვინო იყო მათი საქციელი.
რაც შეეხება ეხლა მომავალს, დროზე გონს მოსვლა ივანიშვილის პერსონალურად და მისი ამ არარაობების და კლოუნების გარემოცვის, ვისაც დარჩა ეხლა ფორმალური ფუნქციები, არის აუცილებელი პირობა ჩვენი ქვეყნისთვის და ამ გონზე მოსვლისთვის, ჩვენ ყველას გვჭირდება, როცა გარემოებები მეტნაკლებად ხელს შეუწყობს საზოგადოებას, ლეგიტიმური მშვიდობიანი აქციები და წნეხი ხელისუფლებაზე, ქვეყნის შიგნით და გარეთ, რომ ამ კრიზისიდან გამოვიდეთ ვადამდელი ნორმალური არჩევნებით.“ – განაცხადა ბოკერიამ.