ბოკერია: ნორმალური არჩევნები უნდა ჩატარდეს და მერე შეეგუოს ჩვენი მოქალაქეების ბედს

ივანიშვილის რეჟიმი უნდა მოვიდეს გონს, გამოუშვას პოლიტპატიმრები, შეწყვიტოს რეპრესიები და დანიშნოს თავისუფალი არჩევნები, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ კოჯორში განაცხადა, სადაც იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

„რაც შეეხება გამოხმაურებებსა და მოლაპარაკებებს, აქ უცვლელია ვითარება. ამ რამდენიმე დღეში არაფერი შეცვლილა. ივანიშვილის რეჟიმი უნდა მოვიდეს გონს, გამოუშვას პოლიტპატიმრები, მელია, რურუა, შეწყვიტოს პოლიტიკური რეპრესიები და დანიშნოს თავისუფალი არჩევნები. ნორმალური არჩევნები უნდა ჩატარდეს და მერე შეეგუოს ჩვენი მოქალაქეების ბედს. ეს არის ის, რაც სჭირდება ჩვენი ქვეყნის თავისუფლების დაცვას. ნებისმიერი ამ გზიდან გადახვევა არის საფრთხე ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, ჩვენი პერსონალური თავისუფლებისთვის და ამას მოჰყვება ქართული საზოგადოების რეაქცია, ქართული საზოგადოების მხარდამჭერი თავისუფალი სამყაროს შესაბამისი რეაქცია და უკვე მოჰყვა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშივიცეპრემიერები დავით ზალკალიანი და ივანე მაჭავარიანი იქნებიან
შემდეგი სტატიავენდი მორტონი – ყველა პარტია ახლა უნდა ჩაერთოს კონსტრუქციულ დიალოგში, რათა განსხვავებები დაძლეული იყოს