ბოკერია ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო სიის პირველ ნომრად სანდრა რულოვსის დასახელებას არ ადასტურებს

გიგა ბკერიას ე. წ მოდულის შენობაში დაიბარეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საერთაშორისო მდივანი გიგა ბოკერია გავრცელებულ ინფორმაციას ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო სიის პირველ ნომრად სანდრა რულოვსის დასახელების შესახებ მედიასთან საუბარში არ ადასტურებს.

“ქალბატონ სანდრას უდიდეს პატივს ვცემ, ის გამორჩეული პიროვნებაა არა მხოლოდ და იმდენად როგორც მიხეილ სააკაშვილის მეუღლე და ქვეყნის პირველი ლედი, არამედ როგორც თავისთავად სამაგალითო, აქტიური და გამორჩეული მოქალაქე, მაგრამ ინფორმაცია მისი პირველ ნომრად დასახელების თაობაზე ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო სიაში სინამდვილეს არ შეესაბამება”, – ამბობს ბოკერია.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში კახა კალაძის მოსმენას ითხოვს
შემდეგი სტატიაგიორგი პაპუაშვილი: ცნობილია იუსტიციის მინისტრის ალერგიული დამოკიდებულება ჩემს მიმართ