ბობოხიძე – პირადი ამოცანებისთვის თუ იკლავთ თავს, თქვით

აკაკი ბობოხიძე: ხელისუფლების მხრიდან რუსული ბაზრის მიმართ გაჩენილმა ცრუ მოლოდინებმა, ქვეყანა გამოუვალ ჩიხში შეიყვანა

პარლამენტი საარჩევნო კოდექსის კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავს.

დეპუტატები უმრავლესობის მიერ ინიცირებულ ცვლილებებზე მსჯელობენ, რომელსაც არ ეთანხმებიან ოპოზიცის წარმომადგენლები.

საპარლამეტო უმცირესობის წევრებმა განმარტეს, რომ შემოთავაზებული ვარიანტი არ შეესაბამება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

მათ მიაჩნიათ, რომ აუცილებელია შეიცვალოს მაჟორიტარული არჩევნების წესი და 2016 წლის არჩვენები რეგიონალურ-პროპორციული სიით ჩატარდეს.

„რას აჩეხეთ, რას დაჩეხეთ, რას აბნევთ ამ ადამიანებს. მინდა გითხრათ ჩემო კოლეგებო უმრავლესობიდან, მაჟორიტარებო, თუ თქვენი პირადი ამოცანებისთვის იკლავთ თავს, რომ დეპუტატები გახდეთ, თქვით ბატონო და თუ რაიონის ინტერესებიდან ამოდიხართ, შეიძლება მე მხარიც კი დაგიჭიროთ. მაშინ რატომ არ აპროტესტებთ რაიონების ასე დაჩეხვას? სად ჩანს აქ რაიონების ინტერესები?“ – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

ამავე თემასთან დაკავშირებით განცხადება ხათუნა გოგორიშვილმაც გააკეთა.

„52 რაღაც ახალი საარჩევნო ოლქი წარმოიშვება და ყველა ამ ცვლილების გასწვრივ არის კონკრეტული სახელი და გვარი,“ – განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიქუთაისში ბაგა-ბაღების თანამშრომლები გაფიცვით იმუქრებიან
შემდეგი სტატიამოწმის მიერ ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გაუქმება– მთავრობის პოზიცია