ბლინკენი: რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომის დასასრულებლად სერიოზული მოლაპარაკებებისთვის მზად არ არის

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომის დასასრულებლად სერიოზული მოლაპარაკებებისთვის მზად არ არის.

„არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთი მზად არის სერიოზული დიპლომატიისთვის. პირიქით, ჩვენ გავხდით საშინელი თავდასხმების მომსწრე უკრაინაში სამოქალაქო ობიექტებზე“, – აღნიშნა ბლინკენმა.

მისი თქმით, იმისათვის, რომ რუსეთის ფედერაციამ მოლაპარაკებები დაიწყოს, „ღრმა ცვლილებები უნდა მოხდეს პუტინისა და რუსეთის გონებაში“.

მანამდე კი, აშშ-ს შეიარაღებული ძალების შტაბის ხელმძღვანელმა, გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა, რომ რუსეთს ადრე თუ გვიან უკრაინასთან მოლაპარაკება მოუნდება.

banner
წინა სტატიაშიზოგიერთი უცხოელი კოლეგა ზედმეტად ერევა ქართულ პოლიტიკაში და ზედმეტად სუბიექტურია, როგორც ჩანს, კონკრეტული ინტერესები აქვთ – მდინარაძე
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილმა და ვიქტორ ორბანმა საქართველო-უნგრეთის ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერებისთვის არსებული პოტენციალის შესახებ ისაუბრეს