ბიზნესმენმა რომან ფიფიამ BGEO Group-ის („BGEO“) წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყო

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი აპრილი 13, 2018 14:54

ბიზნესმენმა რომან ფიფიამ BGEO Group-ის („BGEO“) წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყო

ინგლისის და უელსის იუსტიციის უმაღლეს სასამართლოში რომან ფიფიას სარჩელზე BGEO Group-ის წინააღმდეგ სამართალწარმოება („BGEO“) დაიწყო.

BGEO არის ინგლისში და უელსში რეგისტრირებული კომპანია და მისი აქციები განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე. ფიფია იყო შპს „რუსთავის აზოტის“, საქართველოში რეგისტრირებული კომპანიის, აქტივების საბოლოო ბენეფიციარული მესაკუთრე. 2016 წლის აგვისტომდე შპს რუსთავის აზოტი იყო აზოტოვანი სასუქების მწარმოებელი ქარხნის მესაკუთრე და ოპერირებდა მას. 2011 წელს შპს რუსთავის აზოტმა და ფიფიას კონტროლს დაქვემდებარებულმა კიდევ ერთმა კომპანიამ გააფორმეს საკრედიტო ხელშეკრულება BGEO-ს შვილობილ კომპანიასთან, ს.ს. „საქართველოს ბანკთან“. „რუსთავის აზოტის“ ბიზნესი და აქტივები გაყიდულ იქნა 2016 წლის სექტემბერში მოწყობილ აუქციონზე. ფიფიას მტკიცებით, ხსენებული აუქციონი ჩატარდა არასწორად, მასში ჩართულნი იყვნენ დაკავშირებული პირები, მათ შორის BGEO და შპს რუსთავის აზოტის აქტივები გასხვისდა, რეალურ ღირებულებასთან შედარებით, მნიშვნელოვნად დაბალ ფასად.

ფიფიას სარჩელით მოთხოვნილი თანხა, რომელიც სრულად აანაზღაურებს მისთვის მიყენებულ ზიანს, შეადგენს დაახლოებით 994 მილიონ აშშ დოლარს. აღნიშნულ საქმეში, ფიფიას წარმომადგენლები არიან ლონდონის იურიდიული კომპანიები Blake Morgan LLP და Three Stone.

სამართალწარმოების დაწყების შესახებ ინფორმაცია http://www.londonstockexchange.com/exchange/news/alliance-news/detail/1523551993985685300.htmlზეა გამოქვეყნებული.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი აპრილი 13, 2018 14:54

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,516
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics