ბინ ლადენის მკვლელი სიმთვრალეზე დააკავეს

აშშ-ს ყოფილი სამხედრო მოსამსახურე რობერტ ო ნილი, რომელიც ამტკიცებდა იმას, რომ მან მოკლა ტერორისტული დაჯგუფება “ალ-ქაიდას” ლიდერი უსამა ბინ ლადენი, მონტანას შტატში პოლიციამ ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის გამო დააკავა – წერ Reuters-ი.
სამართალდამცველებმა მამაკაცი დაქოქილ მანქანაში მძინარე იპოვეს.
ყოფილი სამხედრო ამტკიცებდა, რომ სამედიცინო წამლის ზემოქმედების ქვეშ იყო, რომელიც მას ექიმმა გამოუწერა, თუმცა, ანალიზებმა აჩვენა, რომ ის მთვრალი იყო.
პოლიციელებმა მას მანქანის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის ბრალდება წაუყენეს.
რობერტ ო’ნილს 400-მდე სამხედრო ოპერაციაში აქვს მონაწილეობა მიღებული, მათ შორის, ავღანეთსა და ერაყში.

banner
წინა სტატიაშიპოლიციელებმა ბრიუსელის ერთ-ერთ რაიონს ალყა შემოარტყეს
შემდეგი სტატიაელისო კილაძე სკანადალურ ფოტომასალას არვცელებს